ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / ღონისძიებები / ლექციები / ISET-ში ევროკავშირი-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების, DCFTA-ს და ევროკავშირის განვითარების პროგრამების შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

ISET-ში ევროკავშირი-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების, DCFTA-ს და ევროკავშირის განვითარების პროგრამების შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

17 ოქტომბერს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის წარმომადგენელმა, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ ხუნწარიამ ევროკავშირი-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და ევროკავშირის განვითარების პროგრამების შესახებ საჯარო ლექცია გამართა. დისკუსია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების, DCFTA-ის და საქართველოსთვის მათ მნიშვნელობას შეეხო. ასევე, განხილულ იქნა შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული შედეგები, არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები, ისევე როგორც ევროკავშირის განვითარების პროგრამები, რომლებიც ქვეყანაში DCFTA-ის განხორციელებას და სტანდარტების დანერგვას უწყობს ხელს.

თამარმა ახსნა DCFTA-ის, როგორც ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილის მნიშვნელობა ქვეყნისთვის, მისი მთავარი უპირატესობები ევროკავშირთან ვაჭრობაში როგორც სატარიფო ისე არასატარიფო ბარიერების მოხსნის მხრივ. განხილულ იქნა შეთანხმებით როგორც საქონლით ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის საკითხები, რომელიც მთელ რიგ ეკონომიკურ მიმართულებებს უკავშირდება, მათ შორის სურსათის უვნებლობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლება და სხვა.

DCFTA-ის დახმარებით საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და სერვისს მსოფლიოში უმსხვილეს და სტაბილურ ბაზარზე და 500 მილიონ პოტენციურ მომხმარებელზე წვდომის შესაძლებლობა ეძლევა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საექსპორტო პროდუქცია ბაზარზე შესასვლელად შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ კუთხით, ევროკავშირი საქართველოს სთავაზობს განვითარების სხვადასხვა პროგრამებს, როგორიცაა მაგ. ENPARD, რომელიც ქართველ ფერმერებს და სოფლის მოსახლეობას ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება და ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებასაც აწვდის.

ლექცია ორგანიზებული იყო ევროპული კავშირის კვლევების ორგანიზაციის მიერ, თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან (ISET) თანამშრომლობით, Erasmus + ჟან მონეს პროექტის ფარგლებში.

 

ასევე იხილეთ

ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის საჯარო ლექცია „საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

2017 წლის 2 ივნისს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის ინიციატივით თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო …