ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / Erasmus + / ჟან მონე

Erasmus + / ჟან მონე

Erasmus + -ის ჟან მონეს ასოციაციების მხარდამჭერი პროგრამა

 

პროექტი: „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლება აკადემიურ საზოგადოებაში“

ხანგრძლივობა: 3 წელი (2016-2019)

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და მას საქართველოში ახორციელებს ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია (EUSA).

პროექტის მიზანია ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) საქართველოს აკადემიურ წრეებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო აქტივობების განხორციელება, ცოდნის გაზიარების, სამეცნიერო ფორუმების ორგანიზებისა და ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული ოფიციალური პირებისა და მკვლევარების ჩართულობით.

პროექტის კონკრეტული მიზნებია:

  • საქართველოში, სტუდენტებსა და აკადემიური წრეებში ევროკავშირის თემებზე, განსაკუთრებით კი ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის საკითხებზე, ცნობიერების ამაღლება;
  • ევროინტეგრაციისა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შესახებ განხილვების ხელშეწყობა, მათ შორის ასოცირების შეთანხმების, DCFTA-ის და ევროპასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ.
  • ზოგადად, ფართო საზოგადოებაში, ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით აკადემიური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ექსპერტებს შორის დიალოგის და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა.

პროექტით დაგეგმილია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის თემებზე საჯარო ლექციების/დისკუსიების და საერთაშორისო აკადემიური კონფერენციების ორგანიზება. ასევე, გათვალისწინებულია  ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაციის საზოგადოების ფართო წრეებში გავრცელება როგორც ვებ-გვერდის, ისე რეგულარული საინფორმაციო ბიულეტენის საშუალებით.