ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / ღონისძიებები

ღონისძიებები

ჟან მონეს პროექტის ფარგლებში საჯარო ლექციები საქართველოს რეგიონულ უნივერსიტეტებში ჩატარდა

2017 წლის დეკემბერში, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA), საქართველოს რეგიონულ უნივერსიტეტებში ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ საჯარო ლექციები გამართა. ლექციები ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სემინარებსა და დისკუსიებში 100-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. სტუდენტებთან ღია ლექციებს უძღვებოდა EUSA-ს ჟან მონეს …

იხილეთ მეტი »

საჯარო ლექცია თემაზე: “საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, პრიორიტეტები და მიზნები”

2017 წლის 9 ნოემბერს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA), საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან თანამშრომლობით, გამართა საჯარო ლექცია თემაზე: “საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, პრიორიტეტები და მიზნები”. სტუდენტებთან ღია ლექციას უძღვებოდა ქალბატონი სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა, ნათია კალაძემ …

იხილეთ მეტი »

ISET-ში ევროკავშირი-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების, DCFTA-ს და ევროკავშირის განვითარების პროგრამების შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

17 ოქტომბერს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის წარმომადგენელმა, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ ხუნწარიამ ევროკავშირი-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და ევროკავშირის განვითარების პროგრამების შესახებ საჯარო ლექცია გამართა. დისკუსია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების, DCFTA-ის და საქართველოსთვის მათ მნიშვნელობას შეეხო. ასევე, განხილულ იქნა შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული …

იხილეთ მეტი »

საჯარო ლექცია: „ევროკავშირი და საქართველო – მითები და რეალობა გაზრდილი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე“

2017 წლის 3 ოქტომბერს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA), საქართველოს უნივერსიტეტში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილის, გიორგი ფარეშიშვილის საჯარო ლექცია გამართა. უნივერსიტეტის სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან გიორგი ფარეშიშვილმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის, ევროინტეგრაციის გარშემო გავრცელებული მითებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრა. შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტის …

იხილეთ მეტი »

ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის საჯარო ლექცია „საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

2017 წლის 2 ივნისს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის ინიციატივით თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდა. სტუდენტებთან შეხვედრა ევროკავშირის Erasmus + პროგრამის, ჟან მონეს პროექტის ფარგლებში შედგა. ლექციის თემა შეეხებოდა საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს, კერძოდ ასოცირების შეთანხმებისა და მასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) გაფორმების ისტორიას, …

იხილეთ მეტი »

მრგვალი მაგიდა თემაზე „ევროპული ღირებულებების როლი ევროპის პოლიტიკური და სოციოეკონომიკური გამოწვევების დროს“

2017 წლის 25 მაისს, პოლონეთის ევროპის გაერთიანების კვლევების ასოციაციამ პარტნიორებთან – მათ შორის ევროპული კვლევების ასოციაციასთან – თანამშრომლობით უმასპინძლა მრგვალ მაგიდას თემაზე „ევროპული ღირებულებების როლი ევროპის პოლიტიკური და სოციოეკონომიკური გამოწვევების დროს“. ღონისძიება ჩატარდა ვარშავის ეკონომიკის სკოლაში, პოლონეთში. მასში მონაწილეობას მიიღო ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა გაგა გაბრიჩიძე, რომელმაც წაიკითხა …

იხილეთ მეტი »

საერთაშორისო კონგრესი „ევროპული უსაფრთხოება და სტაბილურობა კომპლექსური გლობალური წესრიგის პირობებში – სამეზობლო პოლიტიკის მაგალითი“

2017 წლის 9-10 მაისს, ვარშავის ეკონომიკის სკოლასთან არსებულმა ჟან მონეს ცენტრმა პარტნიორებთან – მათ შორის ევროპული კვლევების ასოციაციასთან – თანამშრომლობით უმასპინძლა საერთაშორისო კონგრესს – „ევროპული უსაფრთხოება და სტაბილურობა კომპლექსური გლობალური წესრიგის პირობებში – სამეზობლო პოლიტიკის მაგალითი“ და მრგვალ მაგიდას „ევროკავშირი გამოწვევების, შესაძლებლობების, კრიზისისა და კონფლიქტის წინაშე“. კონგრესში და მრგვალ მაგიდაში …

იხილეთ მეტი »

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებები: თანამშრომლობის გზით ინტეგრაციისკენ“

2017 წლის 26-27 აპრილს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ მოლდოვეთის ევროპული გაერთიანების კვლევების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებები: თანამშრომლობის გზით ინტეგრაციისკენ“. ღონისძიება გაიმართა თბილისში, ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს+“-ის მხარდაჭერით. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მკვლევარების შეკრება და დისკუსიის წარმართვა არა მხოლოდ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის …

იხილეთ მეტი »

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, არჩილ ყარაულაშვილის საჯარო ლექცია: „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე – მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“

2017 წლის 20 აპრილს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, არჩილ ყარაულაშვილის საჯარო ლექცია გამართა.   სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული მიღწევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.   ღონისძიება …

იხილეთ მეტი »