ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / წევრობა

წევრობა

ასოციაციის წევრად მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე. გადაწყვეტილებას წევრად მიღების შესახებ იღებს გამგეობა განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

ასოციაციის წევრს უფლება აქვს: მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, ასოციაციის გეგმების, პროგრამების, პროექტებისა და სხვა ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში; მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის მართვაში; დაასახელოს ასარჩევ პირთა კანდიდატურები; მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ; ასოციაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.