ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / სიახლეები

სიახლეები

მთავარი სიახლეები

ევროკავშირი საქართველოში Erasmus+ პროგრამისათვის დამატებით 6 მილიონ ევროს გამოყოფს

19.10.2018

18 ოქტომებრს Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა გამართა ტრადიციული საინფორმაციო ღონისძიება უნივერსიტეტების, პროფესორებისა და სტუდენტებისთვის. წელს ევროკავშირი Erasmus+ პროგრამის განხორციელებისათვის დამატებით ბიუჯეტს გამოყოფს, რაც მეტი პროექტის განხორიციელების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად ზრდის სტიპენდიების რაოდენობას. ღონისძიება გახსნეს კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა, მიხეილ ბატიაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და ვახტანგ მახარობლიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ…   გაიგეთ მეტი


მრავალფეროვანი ევროპის დღე ბათუმში

13.10.2018

ბათუმის ბულვარს ევროპის დღის აღსანიშნავად 8000-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე ეწვია. ღონისძიება 2018 წელს ჩატარებული უკვე მეხუთე რეგიონალური ევროპის დღეა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის დასაახლოვებლად ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს რეგიონებს სტუმრობს. ღონისძიება ოფიციალურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გახსნეს. ბ-მა ჰარცელმა და ბ-მა რიჟვაძემ შემდეგ საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ამსახველი სხვადასხვა პროგრამების სტენდები მოინახულეს…  გაიგეთ მეტი


ევროკავშირი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან საკონსულტაციო შეხვედრებს იწყებს

15.10.2018

11 ოქტომბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასთან ვრცელი საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 80-მდე წარმომადგენელი 2018-2020 წლებში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისთვის ევროკავშირის პრიორიტეტებისა და მოქმედებების ერთობლივი დასახვისა და განხილვისთვის თბილისში შეხვდა. სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ დიალოგის შემდგომი გაღრმავების მიზნით თბილისში ჩატარებულ საკონსულტაციო შეხვედრას ამ თვეში რეგიონული სემინარები ქუთაისსა და თელავში მოჰყვება… გაიგეთ მეტი


დავით ზალკალიანმა არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა წარუდგინა

12.10.2018

საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელთაც გააცნო დოკუმენტი – ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა (ROADMAP2EU). შეხვედრა საგარეო უწყების ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში გაიმართა და მისი შეფასებისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტულ საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას…   გაიგეთ მეტი


ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ათი წელი საქართველოში

01.10.2018

1 ოქტომბერს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საქართველოში მოქმედების 10 წელი შესრულდა. ამ პერიოდის მანძილზე, მისიამ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 10 წლის მანძლზე 1,700-ზე მეტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა იმსახურა მისიაში, რაც კიდევე ერთხელ ხაზსს უსვამს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი…   გაიგეთ მეტი


მამუკა ბახტაძემ და ფედერიკა მოგერინიმ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს

24.09.2018

საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე და ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციაზე…   გაიგეთ მეტი


კარლ ჰარცელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა

12.09.2018

კარლ ჰარცელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. როგორც ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატი საქართველოში, ელჩი ჰარცელი კოორდინირებას უწევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და ევროკავშირის წარმომადგენლობის მუშაობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ასევე თანამშრომლობის საკითხებში. იგი წარმოადგენს ევროპის საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებს და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განსახორციელებლად იგი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის პირდაპირი უფლებამოსილებით მუშაობს…   გაიგეთ მეტი


თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა იხსნება

04.09.2018

თბილისში თბილისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა გაიხსნა. სკოლა, რომელიც წარმოადგენს 2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგიდან ერთ-ერთს, ევროკავშირის ექვსი პარტნიორი ქვეყნის მოსწავლეებს ინოვაციური აკადემიური პროგრამით უზრუნველყოფს და მხარს დაუჭერს მულტიკულტურულ გაცვლებს და თანამშრომლობას. აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველმა ევროპულმა სკოლამ საკუთარი კარი გაუღო 30 მოსწავლეს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. აკადემიური წლის დაწყება აღინიშნა ევროპული სკოლის ოფიციალური გახსნით, რომელიც ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განახორციელეს…   გაიგეთ მეტი


იხილეთ მეტი >>>