ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / სიახლეები

სიახლეები

მთავარი სიახლეები

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია დამტკიცდა

8.05.2018

ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ უფრო მეტი, ვიდრე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რათა მომავალშიც გავაგრძელოთ წარმატებული სვლა ევროპისკენ; ამის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევიმუშაოთ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელშიც ევროინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები აისახება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 57-ე სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საგზაო რუკა ხელს შეუწყობს საქართველოს უფრო მეტ პოლიტიკურ დაახლოებას და სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული…   გაიგეთ მეტი


თბილისში ევროპის დღე აღინიშნა

8.05.2018

ევროპის დღის აღსანიშნავად, თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქსა, რომელშიც ევროკავშირის 19 წევრმა სახელმწიფომ სტუმრებს თავიანთი ქვეყნები და მათი კულტურა წარუდგინა. თბილისელებს, დიდსა თუ პატარას, საშუალება მიეცა მონაწილეობა მიეღოთ უამრავ თამაშებში და ინფორმაციულ აქტივობებში. დღის განმავლობაში სცენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკა, ცეკვები და სიმღერები სრულდებოდა, ამავე დროს ბავშვები ყურადღებით ისმენდნენ ევროპულ ზღაპრებს. სადღესასწაულო ღონისძიებები ოფიციალურად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ვიცე-პრემიერ მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გახსნეს…  გაიგეთ მეტი


ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოს ესტუმრა

25.05.2018

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოს ესტუმრა. იუნკერი ქვეყანას პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეწვია. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა… გაიგეთ მეტი


ბათუმმა საერთაშორისო კონფერენციას “საქართველოს ევროპული გზა” უმასპინძლა

14.06.2018

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” გაიხსნა. რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენცია წელს, პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება. “საქართველოს ევროპული გზის კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს. იგი პირველ რიგში ხელს უწყობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და კარგი საშუალებაა ჩვენი პარტნიორებისთვის რეფორმების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად და გამოცდილების გასაზიარებლად. აღსანიშნავია, რომ 15 წლის განმავლობაში საქართველომ მართლაც განსაკუთრებულ პროგრესს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე.”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ კონფერენციის შეფასებისას…   გაიგეთ მეტი


ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან ოთხი წელი გავიდა

27.06.2018

უსტად ოთხი წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს, ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით. ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და დასაბამი დაუდო საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს. საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის გაიხსნა 500 მილიონიანი ევროკავშირის ბაზარი, გაიზარდა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში…   გაიგეთ მეტი