ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / სიახლეები

სიახლეები

მთავარი სიახლეები

ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის 45 მილიონ ევროს გამოყოფს

12.04.2018

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოეყოს. აღნიშნული საქართველოს დაეხმარება ფინანსური საჭიროებების დაფარვაში, ეკონომიკური სტაბილიზაციის და სტრუქტურული რეფორმების პროგრამის უზრუნველყოფაში. აღნიშნული მაკროფინანსური დახმარება მესამე ოპერაციაა 2008 წლის რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ…   გაიგეთ მეტი


ევრობანკი და ევროკავშირი აგრძელებენ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში

22.03.2018

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი) და ევროკავშირი აგრძელებენ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში და გამოყოფენ €1.1 მილიარდს საკრედიტო ხაზების/ვაჭრობის ფინანსირებისთვის, ხოლო €58.3 მილიონს ევროკავშირის გრანტებისათვის სამივე ქვეყნისათვის. ევრობანკისა და ევროკავშირის ერთობლივი საკრედიტო ხაზის EU4Business-EBRD Credit Line საშუალებით, 100-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ უკვე მიიღო დაფინანსება, რომლის ოდენობა 60 მილიონ ევროს აჭარბებს. კომპანიებმა ინვესტიცია გამოიყენეს როგორც ცალკეული დანადგარების შესყიდვისთვის, ასევე კომპლექსური მოდერნიზაციის განსახორციელებლად, რომლის დროსაც კომპანიებმა სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლეს ინჟინრების საერთაშორისო გუნდის ტექნიკური დახმარებით. დაფინანსებული პროექტების ნახევარი განხორციელდა რეგიონებში…  გაიგეთ მეტი


ევროკავშირი იწყებს ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმის განხორციელებას თბილისში

21.03.2018

საკმაოდ ამბიციური საგარეო საინვესტიციო გეგმის (EIP) მიღების შემდგომ, ევროკავშირმა თბილისში ევროპის სამეზობლოში ინვესტიციების წახალისებისა და ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეგიონალური ღონისძიება გამართა. საგარეო საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში ევროკავშირი მობილიზებას გაუკეთებს რესურსს 4.1 მილიარდი ევროს (12 მილიარდი ლარის) ოდენობით, რაც თავის მხრივ დააგენერირებს 44 მილიარდი ევროს (130 მილიარდი ლარის) საინვესტიციო პოტენციალს საჯარო და კერძო სექტორისთვის 2017-2020 წლებში, დაახლოებით 60 მსოფლიო ეკონომიკისთვის, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩათვლით… გაიგეთ მეტი


საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა

08.03.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც 8-10 მარტს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობდა, შეხვედრები გამართა ევროპის ლიდერებთან და პირობა დადო, რომ ხელისუფლება აქტიურ ზომებს მიიღებს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესამცირებლად. პირველი შეხვედრა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან გამართა. მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენები…   გაიგეთ მეტი


უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართა

26.02.2018

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკატერინე მაჭავარიანმა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კამპანიის აღნიშნული ფაზა მიმართულია იმ კონკრეტულ გამოწვევებზე, რომელთაც თავი იჩინეს უვიზო რეჟიმის გამოყენების პროცესში…   გაიგეთ მეტი


საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ზომების გამკაცრებას გეგმავს

09.02.2018

საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს, ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა უმოკლეს ვადებში იგეგმება, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს…   გაიგეთ მეტი


საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-4 შეხვედრა

06.02.2018

ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველოში, ოქტომბერსა და ნოემბერში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაცულ იქნა ფუნდამენტური თავისუფლებები და კანდიდატებს ჰქონდათ წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა, ხოლო მედია საშუალებების მზარდმა თავისუფლებამ და აქტიურობამ, მიუხედავად მათი სხვადასხვა პარტიებთან აფილირებისა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პოლიტიკური დებატების ზრდას, როგორც ეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის OSCE/ODIHR) წინასწარ ანგარიშშია გაცხადებული. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინების მნიშვნელობას, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ადმინისტრირებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო გაძლიერდეს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ხელშემწყობი გარემო…   გაიგეთ მეტი


იხილეთ მეტი >>>