ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / სიახლეები

სიახლეები

მთავარი სიახლეები

ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ საქართველოსთვის უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერის 28 მილიონი ევროს (86 მილიონი ლარის) ღირებულების პროგრამას ხელი მოაწერეს

11.07.2019

ბათუმში მე-16 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში ევროკავშირის წარმომადგენლებმა და საქართველოს მთავრობამ უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სფეროში საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის პირველ პროგრამას ხელი მოაწერეს. უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი პროგრამა (SAFE) ყურადღებას გაამახვილებს დანაშაულისა და ასევე კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის, საზღვრის მართვის, სამოქალაქო დაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის საკითხებზე. ასევე ხელი მოეწერა საჯარო ფინანსების მართვის მხარდაჭერის 18 მილიონი ევროს (57 მილიონი ლარის) ღირებულების ახალ პროგრამას. ხუთწლიანი და 28 მილიონი ევროს (86 მილიონი ლარის) ღირებულების პროგრამა 2019 წელს დაიწყება. იგი მთავრობას დანაშაულისა და კორუფციის, ჰიბრიდული და განვითარებადი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, საზღვრის მართვის, სამოქალაქო დაცვისა და კრიზისების მართვაში და ასევე უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობაში დაეხმარება…   გაიგეთ მეტი


“თქვენ პატარა ქვეყანა, მაგრამ დიდებული ერი ხართ”: ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ესტუმრა

11.07.2019

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვია ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაში “საქართველოს ევროპული გზა” მონაწილეობის მისაღებად და ასევე საქართველოს მთავრობასთან, პოლიტიკურ პარტიებსა და ახალგაზრდებთან შესახვედრად. ვიზიტის ფარგლებში ხაზი გაესვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას: “შეუძლებელ რამეს მიაღწიეთ, იმიტომ, რომ ყველა განსხვავების მიუხედავად, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდით და ეს არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და თანამედროვე სახელმწიფო.“ კონფერენციის გახსნისას პრეზიდენტი ტუსკი აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის აღმნიშვნელ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე “საქართველოს ევროპული გზა” მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, რაც მისი ვიზიტის მთავარ ასპექტს წარმოადგენდა. მან ყურადღება ამ პერიოდის მიღწევებზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდგომი პროგრესი ერთიანობასა და თანამშრომლობას უნდა ემყარებოდეს…   გაიგეთ მეტი


ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართა

11.07.2019

10-11 ივლისს, ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიება, რომელშიც 500-მდე პირმა მიიღო მონაწილეობა, ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ასევე რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირებმა, საინვესტიციო სააგენტოების, მსხვილი ბიზნესგაერთიანებების, საერთაშორისო კომპანიების, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა…   გაიგეთ მეტი


ევროკავშირმა მესტიაში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტი წარადგინა

22.06.2019

ა.წ. 22 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტმა ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას და სახალხო ზეიმს დევიზით „ევროკავშირი სვანეთში“ უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობია ავსტრიის განვითარების სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტი, CARE ავსტრია და PMCG კვლევა. „ევროკავშირი ამაყობს ადგილობრივი განვითარების ორი ფართომაშტაბიანი პროექტის წარდგენას ავსტრიასა და შვედეთის თანამონაწილეობით. მომავალ წელს ჩვენ გეგმა დვისახაეთ ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას და ხანგრძლივი სამუშაო ადგილების შექმნას სვანეთში. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ გავაუმჯობესოთ მაღალმთიანი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი.“ – აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა ვინსენტ რეიმ…   გაიგეთ მეტი


მამუკა ბახტაძე – ჩვენი წარსული ევროპული იყო, მომავალიც ევროპული იქნება და უფრო ამბიციური გეგმები გვჭირდება, რადგან ჩემი ერი მზადაა, წინ დიდი ნაბიჯებით იაროს

14.05.2019

10 წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობა შესანიშნავი და გაბედული იდეა იყო შორს, მომავალში ხედვას გულისხმობდა, ახლა სხვა დიადი იდეა გვჭირდება, რათა ყველა ერი დარწმუნდეს, რომ ხელშესახები სამიზნე ორიენტირი გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თემატურ დისკუსიაზე – “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები ძლიერი ეკონომიკის, მმართველობის, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი განვითარებისკენ” განაცხადა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა…   გაიგეთ მეტი


მამუკა ბახტაძემ და ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრეს

14.05.2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. საუბრისას ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის 100 პროცენტით ევროპული ქვეყანა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, რომლის მიღწევები მისასალმებელი და თვალშისაცემია. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ საგზაო რუკას, რომელიც ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად და აღინიშნა, რომ საქართველო იმსახურებს მეტს…   
გაიგეთ მეტი


ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი განცხადება სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღასთან“ დაკავშირებით

16.05.2019

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში დადებითად აფასებს სასამართლო რეფორმის ,,მეოთხე ტალღაზე“ მომუშავე სამუშაო ჯგუფის 11-12 მაისის შედეგიან შეხვედრებს და თანამშრომლობას. იმედი გვაქვს, რომ სამუშაო ჯგუფი მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს და გაითვალისწინებს აშშ-ისა და ევროკავშირის დელეგაციების მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ სფეროს დახმარებასა და მხარდაჭერას. მოუთმენლად ველით შემდგომ თანამშრომლობას…   გაიგეთ მეტი


აღმოსავლეთ პარტნიორობა 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14.05.2019

13-14 მაისს, ევროკავშირმა, აზერბაიჯანმა, ბელარუსმა, მოლდოვის რესპუბლიკამ, საქართველომ, სომხეთმა და უკრაინამ ბრიუსელში რიგი ღონისძიებების საშუალებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს აღნიშეს. ღონისძიებები იყო თანამშრომლობის აღნიშვნის კარგ შესაძლებლობა, რომელიც ორმხრივად სასარგებლო და მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგების მომტანი აღმოჩნდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს უმასპინძლეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით… გაიგეთ მეტი


იხილეთ მეტი >>>