ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / სიახლეები

სიახლეები

მთავარი სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია „პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“

11.02.2019

11 თებერვალს, საერთაშორისო კონფერენცია „პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“ გაიმართა. კონფერენცია გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით „საქართველომ მიაღწია მდგრად პროგრესს ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ზდამხედველობის გაუმჯობესების კუთხით. ახალი კონსტიტუციის თანახმად პარლამენტი უფლებამოსილია შეასრულოს უმნიშვნელოვანესი როლი ამ ფუნქციების აღსრულების კუთხით. უსაფრთხოების სექტორი, თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ გამოწვევებს აჩენს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში, ხშირად საკმაოდ ტექნიკური ხასიათის მქონე საკითხებით, დიდი ზომისა და კომპლექსური ორგანიზაციული სტრუქტურით. ევროკავშირი ამაყობს, რომ მხარს უჭერს ასეთ პროექტს „პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“, ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების სხვა პროექტებთან ერთად…   გაიგეთ მეტი


ევროკავშირი ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს

22.02.2019

ევროკავშირი, ორგანიზაციასთან „მოძრაობა შიმშლის წინააღმდეგ“ თანამშრომლობით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს. პროექტი, რომლის სახელწოდებაა “ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში” სოფლის განვითარების ქვემოდან-ზევით მიმართული, ინკლუზიური მოდელის დანერგვას და მუნიციპალიტეტის ყველა თემის წარმომადგენლის ჩართულობას ითვალისწინებს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში…   გაიგეთ მეტი


ასოცირების საბჭოს რიგით მე-5 შეხვედრაზე ევროინტეგრაციის პროცესი და ევროკავშრი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს

5.03.2019

ასოცირების საბჭოს რიგით მე-5 შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე უძღვებოდა, მხარეებმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2018 წლის ანგარიში განიხილეს და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა პოზიტიურად შეაფასეს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელება ევროკავშირიში საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. ორივე მხარემ აღნიშნა საქართველოს ევროპული მისწრაფება, ქვეყნის ევროპული არჩვანი და საერთო მიზანი დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის შენებისა…   გაიგეთ მეტი


ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართა

27.03.2019

26-27 მარტს ქ. სტრასბურგში, ევროპარლამენტში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის (PAC) მერვე სხდომა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპარლამენტის წევრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კომიტეტის თანათავმჯდომარეების – თამარ ხულორდავას და საჯად კარიმის შემდეგ, კომიტეტს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა. ვახტანგ მახარობლიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და საქართველოში კონფლიქტის გადაჭრის საქმეში ევროკავშირის როლზე. მინისტრის მოადგილემ ასევე მიმოიხილა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ევროკავშირის ხელშეწყობით მიმდინარეობს და რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარდა, ქვეყანაში რამდენიმე გზატკეცილის გაყვანას და სხვა პროექტებს მოიცავს. ამ მხრივ აღინიშნა მხარეებს შორის ტრანსპორტის სფეროში სტრატეგიული დიალოგის დაწყებაც, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას და შესაბამისად ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ისაუბრა თავისუფალი უვიზო რეჟიმის განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც, რათა წინააღმდეგობა არ შეექმნას საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან მიღწევას, როგორც ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლაა…   გაიგეთ მეტი


თბილისში გამართულ სოფლის განვითარების მე-4 კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

27.03.2019

ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, თბილისში, სოფლის განვითარების მე-4 კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სახელწოდებით „LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივები საქართველოში“ მიზნად ისახავდა საქართველოს სოფლის სექტორში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებთან სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივების განხილვას, აგრეთვე, ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროკომისიის სოფლის მეურნეობის და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატების, ესტონეთის სოფლის განვითარების სამინისტროს, შოტლანდიის სოფლის განვითარების მხარდაჭერის ქსელის, ევროპის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის, ევროპის რეგიონული კომიტეტის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებების, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) წარმომადგენლები და ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორები… გაიგეთ მეტი