ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / ღონისძიებები / ლექციები / საჯარო ლექცია თემაზე: “საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, პრიორიტეტები და მიზნები”

საჯარო ლექცია თემაზე: “საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, პრიორიტეტები და მიზნები”

2017 წლის 9 ნოემბერს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA), საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან თანამშრომლობით, გამართა საჯარო ლექცია თემაზე: “საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, პრიორიტეტები და მიზნები”.

სტუდენტებთან ღია ლექციას უძღვებოდა ქალბატონი სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა, ნათია კალაძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა, უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ძებისაშვილმა გახსნეს. ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციიდან მოანწილეებს მიმართა პროფესორმა თამარ ხუნწარიამ.

შეხვედრისას შედგა განხილვა რიგი საკითხებისა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროატლანტიკური სწრაფვა, ქვეყნის პრიორიტეტები, მიზნები და მისი მიღწევის გზები; ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის მნიშვნელობა, მის ფარგლებში გატარებული რეფორმები და გამოწვევები; საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები და მათი როლი საქართველოს წინსვლასა და პროგრესში; თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში; საქართველო, როგორც ევროკავშირის აპლიკანტი ქვეყანა და მისი გამოწვევები ამ გზაზე; ვიზა ლიბერალიზაციის სიკეთეები და მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკა და საერთაშორისო საზოგადოების როლი ამ მიმართულებით.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის Erasmus + -ის პროგრამის ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოს აკადემიურ წრეებში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია (EUSA).

ასევე იხილეთ

ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის საჯარო ლექცია „საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

2017 წლის 2 ივნისს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის ინიციატივით თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო …