ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / ღონისძიებები / ლექციები / საჯარო ლექცია: „ევროკავშირი და საქართველო – მითები და რეალობა გაზრდილი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე“

საჯარო ლექცია: „ევროკავშირი და საქართველო – მითები და რეალობა გაზრდილი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე“

2017 წლის 3 ოქტომბერს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA), საქართველოს უნივერსიტეტში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილის, გიორგი ფარეშიშვილის საჯარო ლექცია გამართა.

უნივერსიტეტის სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან გიორგი ფარეშიშვილმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის, ევროინტეგრაციის გარშემო გავრცელებული მითებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრა.

შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა, ქ-ნ ნათია კალაძემ გახსნა. ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციიდან მოანწილეებს მიმართა პროფესორმა თამარ ხუნწარიამ.

ღონისძიება ევროკავშირის Erasmus + -ის პროგრამის ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოს აკადემიურ წრეებში“ ფარგლებში შედგა.

ასევე იხილეთ

ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა

2019 წლის აპრილში, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA) ქუთაისის უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გამართა. …