ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / ღონისძიებები / კონფერენციები / საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებები: თანამშრომლობის გზით ინტეგრაციისკენ“

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებები: თანამშრომლობის გზით ინტეგრაციისკენ“

2017 წლის 26-27 აპრილს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ მოლდოვეთის ევროპული გაერთიანების კვლევების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებები: თანამშრომლობის გზით ინტეგრაციისკენ“.

ღონისძიება გაიმართა თბილისში, ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს+“-ის მხარდაჭერით. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მკვლევარების შეკრება და დისკუსიის წარმართვა არა მხოლოდ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან – სომხეთთან, აზერბაიჯანსა და ბელორუსიასთან – მიმართებაში არსებული მდგომარეობის განხილვა.

ასევე იხილეთ

საჯარო ლექცია: „ევროკავშირი და საქართველო – მითები და რეალობა გაზრდილი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე“

2017 წლის 3 ოქტომბერს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA), საქართველოს უნივერსიტეტში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო …