ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / ღონისძიებები / კონფერენციები / საერთაშორისო კონგრესი „ევროპული უსაფრთხოება და სტაბილურობა კომპლექსური გლობალური წესრიგის პირობებში – სამეზობლო პოლიტიკის მაგალითი“

საერთაშორისო კონგრესი „ევროპული უსაფრთხოება და სტაბილურობა კომპლექსური გლობალური წესრიგის პირობებში – სამეზობლო პოლიტიკის მაგალითი“

2017 წლის 9-10 მაისს, ვარშავის ეკონომიკის სკოლასთან არსებულმა ჟან მონეს ცენტრმა პარტნიორებთან – მათ შორის ევროპული კვლევების ასოციაციასთან – თანამშრომლობით უმასპინძლა საერთაშორისო კონგრესს – „ევროპული უსაფრთხოება და სტაბილურობა კომპლექსური გლობალური წესრიგის პირობებში – სამეზობლო პოლიტიკის მაგალითი“ და მრგვალ მაგიდას „ევროკავშირი გამოწვევების, შესაძლებლობების, კრიზისისა და კონფლიქტის წინაშე“. კონგრესში და მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა გაგა გაბრიჩიძე. მან გააკეთა მოხსენებები შემდეგ თემებზე: “მონიტორინგის და დავების მოგვარების მექანიზმები საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ასოცირების შეთანხმებებში”; “განვითარების მიზნებთან კოჰერენტულობის პოლიტიკა როგორც ვალდებულება”. ღონისძიება გაიმართა ევროპის პარლამენტის მხარდაჭერით, პოლონეთში ევროპული კომისიის წარმომადგენლობისა და პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს ორგანიზებით. კონგრესი ჩატარდა ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს+“-ის თანადაფინასებით.

ასევე იხილეთ

საჯარო ლექცია: „ევროკავშირი და საქართველო – მითები და რეალობა გაზრდილი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე“

2017 წლის 3 ოქტომბერს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA), საქართველოს უნივერსიტეტში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *