ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / ღონისძიებები / ლექციები / ჟან მონეს პროექტის ფარგლებში საჯარო ლექციები საქართველოს რეგიონულ უნივერსიტეტებში ჩატარდა

ჟან მონეს პროექტის ფარგლებში საჯარო ლექციები საქართველოს რეგიონულ უნივერსიტეტებში ჩატარდა

2017 წლის დეკემბერში, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA), საქართველოს რეგიონულ უნივერსიტეტებში ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ საჯარო ლექციები გამართა. ლექციები ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სემინარებსა და დისკუსიებში 100-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

სტუდენტებთან ღია ლექციებს უძღვებოდა EUSA-ს ჟან მონეს პროექტის ექსპერტი, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გოგუაძე.

შეხვედრისას შედგა განხილვა რიგი საკითხებისა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ისტორია; ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA); ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის მნიშვნელობა, მის ფარგლებში გატარებული რეფორმები და გამოწვევები; თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში; ევროკავშირის მხარდაჭერის პროგრამები და შესაძლებლობები სტუდენტებისთვის; ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირის ღირებულებები; საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები და ამოცანები.

ღონისძიებები ჩატარდა ევროკავშირის Erasmus+ -ის პროგრამის ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოს აკადემიურ წრეებში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია (EUSA).

ასევე იხილეთ

ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის საჯარო ლექცია „საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

2017 წლის 2 ივნისს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის ინიციატივით თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო …