ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / ღონისძიებები / ლექციები / ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა

ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა

2019 წლის აპრილში, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA) ქუთაისის უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გამართა.

ქუთაისის უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 50-მდე სტუდენტი იქნა მოწვეული ქუთაისის უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციაზე (აკაკი წერეთლის უნივერსიტეტიდან სამართლის ფაკულტეტი და სამართლის კლინიკის სტუდენტები, ხოლო ქუთაისის უნივერსიტეტიდან ბიზნესისა და ტურმიზმის ფაკულტეტების სტუდენტები).

შეხვედრისას სტუდენტებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიეწოდა. დისკუსიის ფორმატში შედგა განხილვა ევროკავშირთან დაკავშირებული იმ ხელშეკრულებებისა და პროგრამებისა, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის სოციალურ, დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი იყო ასოცირების ხელშეკრულების დღისწესრიგი და ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის მნიშვნელობა ევროინტეგრაციის პროცესში. 

სტუდენტებთან ღია ლექციებს უძღვებოდა EUSA-ს ჟან მონეს პროექტის ექსპერტი, დოქტორი გვანცა დავითაშვილი.

ღონისძიებები ჩატარდა ევროკავშირის Erasmus+ -ის პროგრამის ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოს აკადემიურ წრეებში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია (EUSA).

ასევე იხილეთ

ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა

2019 წლის 12 აპრილს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA) ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *