ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / ღონისძიებები / ლექციები / ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა

ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა

2019 წლის 12 აპრილს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA) ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გამართა.

ლექციას იურიდიული ფაკულტეტის 30-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო – ისინი, ვისაც ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების პროცესი, მათ შორის სამართლებრივი საკითხები აინტერესებთ და მომავალში ამ მიმართულებით აპირებენ პროფესიულ განვითარებას.

შეხვედრისას სტუდენტებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიეწოდა. დისკუსიის ფორმატში შედგა განხილვა ევროკავშირთან დაკავშირებული იმ ხელშეკრულებებისა და პროგრამებისა, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის სოციალურ, დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

სტუდენტებთან ღია ლექციებს უძღვებოდა EUSA-ს ჟან მონეს პროექტის ექსპერტი, დოქტორი გვანცა დავითაშვილი.

ღონისძიებები ჩატარდა ევროკავშირის Erasmus+ -ის პროგრამის ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოს აკადემიურ წრეებში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია (EUSA).

ასევე იხილეთ

ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა

2019 წლის აპრილში, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA) ქუთაისის უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გამართა. …