ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / ორგანიზაციის შესახებ

ორგანიზაციის შესახებ

ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია დაფუძნდა 2013 წელს და წარმოადგენს ევროპის კავშირთან და მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებული საკითხებზე მომუშავე პროფესორებისა და მკვლევარების ინტერდისციპლინარული ხასიათის გაერთიანებას,

ასოციაციის მიზანს წარმოადგენს: საქართველოში ევროპის კავშირთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე კვლევისა და სწავლების ხელშეწყობა; ევროპის კავშირთან დაკავშირებული საკითხების კვლევის სფეროში საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა; ევროპის კავშირთან დაკავშირებული საკითხებზე განხორციელებული სამეცნიერო კვლევების შედეგების გავრცელება; ევროპის კავშირთან დაკავშირებული საკითხების კვლევების ხელშეწყობის მიზნით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება.

2014 წელს ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია გახდა ევროპის გაერთიანების კვლევების ასოციაციის (ECSA World) წევრი. ევროპის გაერთიანების კვლევების ასოციაცია წარმოადგენს კვლევითი და პროფესიული ხასიათის გაერთიანებას, რომელშიც გაწევრიანებულია სამოცზე მეტი ეროვნული და რეგიონალური ევროპული კვლევების ასოციაცია.