ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / ღონისძიებები / კონფერენციები / მრგვალი მაგიდა თემაზე „ევროპული ღირებულებების როლი ევროპის პოლიტიკური და სოციოეკონომიკური გამოწვევების დროს“

მრგვალი მაგიდა თემაზე „ევროპული ღირებულებების როლი ევროპის პოლიტიკური და სოციოეკონომიკური გამოწვევების დროს“

2017 წლის 25 მაისს, პოლონეთის ევროპის გაერთიანების კვლევების ასოციაციამ პარტნიორებთან – მათ შორის ევროპული კვლევების ასოციაციასთან – თანამშრომლობით უმასპინძლა მრგვალ მაგიდას თემაზე „ევროპული ღირებულებების როლი ევროპის პოლიტიკური და სოციოეკონომიკური გამოწვევების დროს“. ღონისძიება ჩატარდა ვარშავის ეკონომიკის სკოლაში, პოლონეთში. მასში მონაწილეობას მიიღო ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა გაგა გაბრიჩიძე, რომელმაც წაიკითხა მოხსენება სესიის ფარგლებში: „პოლიტიკური და სტრატეგიული გამოწვევები ევროპაში: საერთო ღირებულებები“. მრგვალი მაგიდის დებატები გაიმართა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში – „ევროკავშირი საერთო მიზნების, თავისუფლების, ღირებულებებისა და პასუხისმგებლობისთვის“, რომელსაც ახორციელებს პოლონეთის ევროპის გაერთიანების კვლევების ასოციაცია ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს+“-ის თანადაფინანსებით.

ასევე იხილეთ

ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა

2019 წლის აპრილში, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA) ქუთაისის უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გამართა. …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *