ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / ღონისძიებები / კონფერენციები / კიევში საერთაშორისო ფორუმი „ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამომავლო ურთიერთობები: ახალგაზრდა მკვლევართა ხმა“ ჩატარდა

კიევში საერთაშორისო ფორუმი „ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამომავლო ურთიერთობები: ახალგაზრდა მკვლევართა ხმა“ ჩატარდა

2019 წლის 6-8 ივნისს, კიევში, ERASMUS + -ის პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო ფორუმი „ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამომავლო ურთიერთობები: ახალგაზრდა მკვლევართა ხმა“ ჩატარდა. ღონისძების ორგანიზატორები იყვნენ უკრაინის ევროინტეგრაციის პროფესორთა და მკვლევართა ასოციაცია, მოლდოვიდან – ევროპის მკვლევართა ასოციაცია, საქართველოდან – ევროპის კავშირის კვლევების ასოციაცია (EUSA).

ფორუმი წარმოადგენდა სადისკუსიო პლატფორმას ევროკავშირის და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე დოქტორანტებისთვის და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან. ფორუმის მიზანი იყო ხელი შეეწყო დიალოგისთვის აკადემიას, სამოქალაქო საზოგადოებას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროინტეგრაციის პროცესით დაინტერესებულ მხარეებს შორის. სამ-დღიანმა ღონისძიებამ თავი მოუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდა წარმომადგენლებს, რომლებმაც ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ფორუმი სამ კომპონენტად წარიმართა:

6 ივნისი.  „სემინარი ახალგაზრდა მკვლევარებისთვის კონფერენციის დაწყებამდე: როგორია კარგი კვლევითი პროექტი: მრავალგანზომილებიანი მიდგომა“, რომელიც მიზნად ისახავდა კვლევის საფუძვლების, საგრანტო განაცხადების წერის, საჯარო გამოსვლების უნარ-ჩვევების გაცნობას.

7 ივნისი. კონფერენცია: “აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე: მიღებული გაკვეთილები, არსებული გამოწვევები და პერსპექტივები”. კონფერენციის ფარგლებში შედგა დინამიური დისკუსია ევროკავშრისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ურთიერთობების უმნიშვნელოვან თემებეზე.

8 ივნისი. ღია და ცოცხალი დისკუსია პოლიტიკის სფეროს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

საერთაშორისო ფორუმი წარმოადგენდა შესანიშნავ შესაძლებლობას ახალგაზრდა მკვლვარებისთვის ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://aprei-project2018.com.ua

ინფორმაციისთვის ასევე გაეცანით: საერთაშორისო კონფერენციის დეტალურ ოქმი

პროგრამა

ასევე იხილეთ

ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა

2019 წლის 12 აპრილს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA) ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო …