ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / ღონისძიებები / ლექციები / ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, არჩილ ყარაულაშვილის საჯარო ლექცია: „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე – მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, არჩილ ყარაულაშვილის საჯარო ლექცია: „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე – მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“

2017 წლის 20 აპრილს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, არჩილ ყარაულაშვილის საჯარო ლექცია გამართა.

 

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული მიღწევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.

 

ღონისძიება ევროკავშირის Erasmus + ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში შედგა.

შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ გახსნა. ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციიდან მოანწილეებს მიმართეს პროფესორმა გაგა გაბრიჩიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებში ფილოსიფიის მეცნიერებათა დოქტორმა  თამარ ხუნწარიამ.

 

შედგა დისკუსია ასოცირების დღის წესრიგის, ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთოერთობებისა და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებზე.

ასევე იხილეთ

საჯარო ლექცია: „ევროკავშირი და საქართველო – მითები და რეალობა გაზრდილი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე“

2017 წლის 3 ოქტომბერს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA), საქართველოს უნივერსიტეტში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო …