ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / ღონისძიებები / ლექციები / ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის საჯარო ლექცია „საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის საჯარო ლექცია „საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

2017 წლის 2 ივნისს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის ინიციატივით თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდა. სტუდენტებთან შეხვედრა ევროკავშირის Erasmus + პროგრამის, ჟან მონეს პროექტის ფარგლებში შედგა.

ლექციის თემა შეეხებოდა საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს, კერძოდ ასოცირების შეთანხმებისა და მასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) გაფორმების ისტორიას, მის მნიშვნელობას ქვეყნისთვის, პერსპექტივებსა და გამოწვევებს.

ლექციას უძღვებოდნენ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, თამარ ხუნწარია და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ირაკლი კლდიაშვილი.

სტუდენტებთან შედგა დისკუსია საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთოერთობებისა და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებზე.

ასევე იხილეთ

საჯარო ლექცია: „ევროკავშირი და საქართველო – მითები და რეალობა გაზრდილი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე“

2017 წლის 3 ოქტომბერს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA), საქართველოს უნივერსიტეტში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო …