ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / ღონისძიებები / კონფერენციები / ასოცირების შეთანხმება და შავი ზღვის რეგიონი – ბათუმში ჟან მონეს კონფერენცია ჩატარდა

ასოცირების შეთანხმება და შავი ზღვის რეგიონი – ბათუმში ჟან მონეს კონფერენცია ჩატარდა

2019 წლის 11 მაისს, ევროკავშირის Erasmus + -ის ჟან მონეს პროგრამის მხარდაჭერით, ევროპული კავშრის კველვების ასოციაციამ (EUSA), საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრთან (GCSD) თანამშრომლობით, ბათუმში კონფერენცია სახელწოდებით – „ასოცირების შეთანხმება და შავი ზღვის თანამშრომლობა“ ჩაატარა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო აკადემიური სფეროს, ადგილობრივი მთავრობის, სამოქალაქო სექტორის 80-ზე მეტმა წარმომადგენელმა. მოწვეულმა მაღალი რანგის სტუმრებმა და ექსპერტებმა მიმოიხილეს ევროკავშრი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების (AA) შესრულების და შავი ზღვის რეგიონისთვის მისი მნიშვნელობის საკითხები. კონფერენციაზე შედგა განხილვა იმ ეკონომიკური, ენერგეტიკული და პოლიტიკური საკითხებისა, რომელიც საქართველოსთვის და შავი ზღვის რეგიონისთვის პერსპექტივების ქმნის.

შედგა აქტიური დისკუსია ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ძალაში შესვლის შედეგად გაღრმავებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ. მოხდა DCFTA-ს საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელობის გაანალიზება, სხვა რეგიონალურ აქტორებთან მიმართებაში, რომლებიც ქვეყნისთვის ასევე ქმნიან სავაჭრო შესაძლებლობებს. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ DCFTA წარმოადგენს განსაკუთრებულ ინსტრუმენტს საქართველოს ვაჭრობის და ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისთვის, და ზოგადად, ქვეყნის ევროპასთან მეტად დაახლოვებისთვის.

მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ვიზა ლიბერალიზაციის პოლიტიკის შესახებ და ყურადღება გაამახვილეს იმ სიკეთეზე, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი იღებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით. ამასთან, მოხდა განხილვა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მთელი რიგი გამოწვევების, განსაკუთრებით კი არალეგალური მიგრაციის, რომლის სწრაფი გადაჭრაც ეფექტური  სახელმწიფო პოლიტიკით და მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობითაა შესაძლებელი.

კონფერენცია ასევე შეეხო ევროკავშირის მიერ ასოცირების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის თანმიმდებრულ პოლიტიკას. ორგანიზატორების მხრიდან მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ევროკავშირის არაერთ პროგრამაზე, რომელთა დახმარებითაც ქვეყანა აძლიერებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიას და ეკონომიკას.

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, მომხსენებლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გააანალიზეს შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა ევროპისთვის და რეგიონის ეკონომიკური და ენერგეტიკული პოტენციალი საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

კონფერენცია გაშუქდა ადგილობრივი მედიით (იხილეთ ბმული http://ajaratv.ge/article/43106).

ასევე იხილეთ

ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა

2019 წლის 12 აპრილს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA) ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო …