ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

მთავარი სიახლეები

საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი გაიმართა

11.10.2017

11 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე პირველი სტრატეგიული დიალოგი გაიმართა. დიალოგის პირველი სხდომა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა: „საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და უსაფრთხოების პარტნიორია, როგორც ეს ასახულია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის დოკუმენტში. ჩვენ ჩართულნი ვართ ევროკავშირის კრიზისი მართვის ოპერაციებში და საკუთარი წვლილი შეგვაქვს ევროპასა და მთელ მსოფლიოში სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. იმედი გვაქვს, რომ უფრო მჭიდრო თანაქმედების გზით, ჩვენ შევძლებთ უკეთესად დავინახოთ საკუთარი ადგილი ევროპის უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში და უფრო ეფექტიანად შევიტანოთ წვლილი ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებაში.“ – განაცხადა მინისტრმა სხდომის გახსნისას...   გაიგეთ მეტი


ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დასახმარებლად სპეციალური ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

10.10.2017

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დასახმარებლად სპეციალური ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში, რომელიც 10 ოქტომბერს გამართული კენჭისყრის შემდეგ გამოქვეყნდა. კომიტეტის წევრებმა დღეს ხმათა უმრავლესობით მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც ევროკომისია და ევროკავშირის საბჭოს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის განვითარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევენ. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, შექმნას სპეციალური ფონდი, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რეფორმების გაგრძელებაში დაეხმარება...  გაიგეთ მეტი


ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ვებ-გვერდი ‘ევროკავშირი დეზინფრომაციის წინააღმდეგ’ შექმნა

12.09.2017

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა კრემლის დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ახალი ვებგვერდი "euvsdisinfo.eu" შექმნა. ვებგვერდი ერთად უყრის თავს იმ მონაცემებსა და წყაროებს, რომლებიც პრორუსულ დეზინფორმაციას უკავშირდება. "euvsdisinfo.eu" მარტივად აღქმადი დიზაინისა და ინტერაქციული სტატისტიკების საშუალებით ამ ეტაპზე 3 000-ზე მეტ დეზინფორმაციული ხასიათის ამბავს აერთიანებს, რომლებსაც შეხვდებით 18 ენაზე. ამასთანავე, არასწორი ინფორმაციის გამქარწყლებელი ფაქტებიც მარტივად იძებნება სისტემაში... გაიგეთ მეტი


ყველა სიახლის ნახვა >>>